მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

წინანდალში ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა მიმდინარეობს

წინანდალში ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ქართულ მხარეს, თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო ნატოს უმაღლეს სამხედრო პირებს, ნატოს სამხედრო კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, ადმირალი, რობ ბაუერი წარმოადგენენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ამ კუთხით არსებული გამოწვევები, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი, ამ მიმართულებით  თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტები, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილება.

სხდომა მედიისთვის დახურულია.შეხვედრის მონაწილეები, კომენტარებს, მისი დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button