მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“თავისუფლება მიშას”-წარწერები ზუგდიდისა და ქუთაისის ქუჩებში

ზუგდიდში ქუჩებისა და ტროტუარების ნაწილზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი წარწერები გაკეთდა. “თავისუფლება მიშას” – ეს წარწერა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წუხელ გაჩნდა. ფოტოებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

წუხელ იგივე წარწერები გაკეთდა ქუთაისშიც, რომელიც დღეს დილით უკვე გადაშლილი იყო.

ენმ-ის წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ზუგდიდში წარწერები ჯერ არავის წაუშლია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის #12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button