მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის აფეთქება გურჯაანის მუნიციპალიტეში

გურჯაანის მუნიციპალიტეში , კოვიდ- 19 სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის 12 მოსწავლეს დაუდასტურდა. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის  ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები უკვე დაფიქსირდა სხვა სოფლების საჯარო სკოლებშიც.

მანანა გოგაშვილი, რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ  ეპიდემიოლოგების ოთხი ბრიგადა, ამ წუთებში მუნიციპლიტეტის სკოლებში გასული და ვირუსის გამოვლენაზე მუშაობს. ეპიდემიოლოგების გათვლით, ინფიცირებულთა  რაოდენობა, გამოვლენილზე ბევრად მეტი აღმოჩნდება.

” ოთხი ბრიგადაა გასული სკოლებში. ეპიდემიოლოგები გამოვლენაზე მუშაობენ. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ შემთხვევები ბევრად მეტია, რადგან ახაშენში გარდა, სხვა სკოლებშიც დაფიქსირდა, მაგალითად, სოფელ ჩუმლაყში, ოთხი შემთხვევაა სხავადასხვა კლსებში. შედეგებს ველოდებით და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს”- განაცხადა გოგაშვილმა.

განცხადება, გურჯაანის საჯარო სკოლებში შექმნილ ვითარებაზე, ერთ საათში,  დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში  გაკეთდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button