Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება

17

მესამე დღეა, კახეთში ეპიდემილოგიური ვითარება დაიძაბა, სკოლებში კორონა ვირუსის უკვე ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება. გაიზარდა ჰოსპიტალიზაცია და ლეტალობის მაჩვენებელი – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს, რომ რეგიონის საჯარო სკოლებსა და ბაღებში, კოვიდ- 19- ის შემთხვევები, მკვეთრად მომატებულია

” ჩვენ დამატებით რეგულაციები შევიმუშავეთ, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში და სკოლებს დავურიგეთ, მათ შესაძლებლობა აქვთ, ყოველ ინდივუდუალურ შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება. ასევე მობილობის შესამცირებლად, სკოლას შეუძლია გამოიყენოს ჰიბრიდული სწავლება და ამ გზით ვირუსის გავრცელება აიცილოს თავიდან. გურჯაანშიც ასეთი რეკომენდაციაა ფაცემული, რომ კონკრეტული კლასები გადაიყვანონ ონლაინ – სწავლების რეჟიმზე, იმისათვის, რომ საგანმანათლებლო პროცესი არ ჩაიშალოს. სამწუხაროდ, ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა და მშობლების დიდი უმრავლესობა აუცრელია”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების ჯგუფური შემთხვევები, სოფელ ახაშნისა და ჩუმლაყის სკოლებში დაფიქსირდა. კოვიდ- 19 სულ 16 მოსწავლეს დაუდასტურდა.

ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლაშიც, სადაც ორი მოსწავლე და ერთი პედაგოგი კოვიდ- 19- ით დაავადდა

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი