სპორტი

გერმანიის ნაკრებმა 2022 წლის მუნდიალის საგზური გაინაღდა

ბუნდესნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური პირველმა მოიპოვა.

ჰანს ფლიკის გერმანელმა შეგირდებმა სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას 4:0 მოუგეს და კარიერაში მეოცედ, მუნდიალზე გამოვლენ.

გოლების გატანა გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ტაიმიდან დაიწყო და 4-მდე ავიდა. ისინი თამაშს მთელი შეხვედრის განმავლობაში აკონტროლებდნენ და დაუფასდათ კიდეც.

იმის გამო, რომ ევროპის ჩემპიონატზე მათ თავის სიტყვა ბოლომდე ვერ თქვეს, ახლა მეტი მოტივაციით გამოდიან და დიდი მიზნისკენ აგრძელებენ ბრძოლას.

ცნობისთვის, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა შესარჩევი ციკლი 21 ქულით დაასრულა. მას 12 ქულით ჩრდილოეთ მაკედონია მოსდევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button