Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

პარიზის გრანდ სლემზე 5 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს

5

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 16 და 17 ოქტომბერს საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. გრანდ-სლემს საქართველოდან 5 ძიუდოისტი წარადგენს.

ესენი არიან: ვაჟა მარგველაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, ონისე სანებლიძე და ეთერ ლიპარტელიანი. დროებით, წინამდებარე ასპარეზობისთვის ვაჟა მარგველაშვილი 1 კგ. წონით მეტ კატეგორიაში გამოვა.

პარიზულ გათამაშებას სულ 48 ქვეყნის 293 ძიუდოისტი ესტუმრება. ძალოსნები ტიტულების მოსაპოვებლად 2 დღის განმავლობაშ იბრძოლებენ.

ქართველთაგან გრიგალაშვილმა და ლიპარტელიანმა ტოკიოში მე-5 ადგილები დაიკავეს. მაისურაძეს და სანებლიძეს კი ოლიმპიადაზე საერთოდ არ უჭიდავიათ.

შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია, როგორც წონაში ისე აბსოლუტურ ცხრილში 6 667 ქულით. ის დაახლოებით ხუთასი ქულით უსწრებს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი