Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კორონავირუსის გამო კახეთში 7 სკოლა და 39 საბავშვო ბაღი დაიკეტა

30

კორონავირუსის შემთხვევების სწრაფად ზრდის გამო, კახეთში უკვე 7 სკოლა და  39 საბავშვო ბაღი დაიკეტა, ონლაინ- სწავლების რეჟიმზე კი, 75 კლასი და ხუთი საამღზრდელო ჯგუფი გადავიდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის ფილიალის დირექტორის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობა, თელავსა და გურჯაანშია.

” 15 საბავშვო ბაღია დაკეტილი  თელავში, სკოლებში,  ჯერჯერობით შესაძლებელია წერტილოვანი შეზღუდვები და ონლაინ სწავლებაზეა გადაყვანილი 11 სხვადასხვა კლასი. გურჯაანში  ორი სკოლა გადავა ონლაინ- რეჟიმზე. ამ ფონზე კატასტროფულად დაეცა აცრის მაჩვენებელი.  საკოორდინაციო საბჭომ შეიმუშავა ახალი გეგმა, როდის თანახმადაც კახეთის 7 სოფელში აცრები კარდაკარ ჩატარდება. პროექტი მომზადებულია და დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

4 ოქტომბრიდან, სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, კახეთში კოვიდ- 19 ის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. 20%- ს მიაღწია დადებითობის მაჩვენებელმა, გაიზარდა ლეტალობის შემთხვევებიც

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი