მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდიდან თბილისში აქციაზე მიმავალ კოლონას გზა გადაუკეტეს

ენმ-ს წევრის, პარლამენტარის ანი წითლიძის თქმით, ზუგდიდიდან მომავალ კოლონას სამტრედიასთან ზუგდიდის მმართველი პარტიის საკრებულოს წევრები დახვდნენ და მსვლელობის შეფერხებას შეეცადნენ.

“სამტედიასთან გააჩერეს კოლონები. გზა გადაგვიკეტეს. 30 კაცია ცოცხებით მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრები თაზო ფაცაცია, ედიტა კოდუა და ზაზა პროკოპენკო, მამუკა თოლორაია.”,-წერს ანი წითლიძე.

ამ დროისთვის კოლონა შეუფერხებლად გადაადგილდება. ადგილზე პოლიცია აკონტროლებს მოხრაობას.

შეგახსენებთ,დღეს 18 საათზე თბილისში თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციაა დაგეგმილი. აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button