Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კოსოვოს ნაკრების მწვრთნელი საქართველოსთან წაგების შემდეგ დაითხოვეს

6

კოსოვოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საქართველოსთან წაგებული მატჩის შემდეგ უმწვრთნელოდ დარჩა.

70 წლის შვედი სპეცილისტი ბერნარდ შალანდი კოსოვოს ეროვნული ნაკრების ადმინისტრაციამ სამსახურიდან დაითხოვა. ინფორმაცია ნაკრების ხელმძღვანელობამ საგანგებო პრესკოფერენციაზე განაცხადა.

იმის მიუხედავად, რომ შალანდს დიდი მადლობა გადაუხადეს გაწეული სამსახურისთვის, ყოფილ ტრენერს ეტყობოდა,რომ წასვლა სულაც არ უნდოდა.

შეგახსენებთ, რომ კოსოვოელებმა საქართველოს ნაკრებს ბათუმში 1:0 სძლიეს, პრიშტინაში კი 1:2 დამარცხდნენ და დიდი შანსია, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ბოლო ადგილზე გავიდნენ.

კოსოვოელებმა შვეიცარიელი მწვრთნელი 2018 წლის მარტში დანიშნეს და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სამივე ამხანაგური მატჩი მოიგო.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი