Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მიხეილ სააკაშვილისთვის იორმუღანლოში პროდუქტი შეაგროვეს

6

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოდან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პროდუქტი მიუტანეს.

ერთ – ერთი ადგილობრივის რამიზ ეიბოვის ინიციატივით, სოფელში სხვადასხვა სახეობის საკვები შეაგროვეს და სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებასთან  დატოვეს.

“სოფელში შეგროვდა პროდუქტი მოშიმშილე პრეზიდენტისათვის. მთელი იორმუღანლო დარდობს, ამიტომ არ უნდა იშიმშილოს და კარგად უნდა იკვებოს. შეგზავნის უფლება არ მოგვცეს, ამიტომ დავტოვეთ ციხესთან, მისმა მომხრეებმაც მიირთვან და ვინც შევა, შეიტანოს”- განაცხადა ეიბოვმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მეცხრე დღეა, საპატიმროში შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში  დაბრუნების შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააპატიმრეს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი