Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე წასასვლელად ლაგოდეხშიც იკრიბებიან

416

ნაციონალური მოძრაობის ლაგოდეხის რაიონულ ოფისთან ამ დრომდე მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა და აქციაზე წასვლის მსურველთა მობილიზაციის პროცესი.

ადგილობრივი შტაბის გენერალური მდივნის,ფირუზი გელაშვილის განცხადებით, მხარდამჭერები ეტაპობრივად გადიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან და კახეთის სხვა მუნიციპალიტეტის აქტივისტებს გომბორის ტერიტორიაზე შეუერთდებიან.

ლაგოდეხიდან ამ დროისთვის წამსვლელთა რაოდენობა 400-ს აჭარბებს. გელაშვილის თქმით, გუშინ,13 ოქტომბერს სამარშრუტო ტაქსის 3 მძღოლს დაურეკეს და აქციაზე წასვლაზე უარი ათქმევინეს.შტაბში ამბობენ,რომ მძღოლები იმ პიროვნების ვინაობის გამხელისგან თავს იკავებენ. რომელთაც მათთან ზეწოლის შემცველი ზარი განახორციელეს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი