Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბასილაშვილი ციციპასს შეხვდება. ნიკა 8 საუკეთესოს შორისაა

6

ინდიან-ველსის მასტერსზე ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა და საკუთარი მეტოქის ვინაობა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვისაც გახდა ცნობილი.

პირველი ქართველი ჩოგანი კარიერის მანძილზე პირველად მოხვდა 8 საუკეთესოს შორის, ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე.

ბასილაშვილი, მომავალ მოწინააღმდეგეს, სტეფანოს ციციპასს ამ დრომდე ორჯერ შეხვდა და მატჩი ორივეჯერ დათმო. 23 წლის ბერძენს ტურნირზე მეორე განთესვა აქვს, როცა ნიკა რეიტინგით 29-ზეა.

შეგახსენებთ, რომ ციცპასმაც და ბასილაშვილმაც ტურნირზე, გზიდან 3-3 მეტოქე ჩამოიცილეს.
ქართველი და ბერძენი ჩოგბურთელების დაპირისპირება 15 ოქტომბერს არის დაგეგმილი და სავარაუდოდ, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ამ წყვილს შორის გამარჯვებული ნახევარფინალში გერმანელ ალექსანდერ ზვერევსა და ამერიკელ ტეილორ ფრიცს შორის მოგებულს შეხვდება.

ინდიან ველსში მიმდინარე მასტერსზე საპრიზო ფონდი 9 146 125 დოლარია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი