მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტოკოლონა კახეთიდან და “ოცნების”მხარდამჭერები ცოცხებით

თბილისში რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე წამსვლელ ავტოკოლონას ცოცხებით ქართული ოცნების მხარდამჭერები, თელავის გასასვლელში ელოდებიან.

აქციაში მონაწილე მოქალაქეებთან  ცოცხებით დახვედრას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქართული ოცნებიდან, ლევან კოჭლოშვილი უწევს ორგანიზებას.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თბილისში წამსვლელ კოლონას, ქართული ოცნების მხარდამჭერები, კიდევ ერთ ლოკაციაზე, გომბორის გამშვებ პუნქტთან ელოდებიან.

ავტოკოლონა თბილისში დაგეგმილ აქციაზე ” თავისუფლება მიშას” თელავიდან და რეგიონის სხვა მუნიციპლიტეტებიდან, ცოტა ხანში დაიძვრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button