მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის გამო დედოფლისწყაროში 7 საბავშვო ბაღი დაიკეტა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების გამო, შვიდი საბავშვო ბაღი დაიკეტა.
კოვიდ- 19 საბავშვო ბაღების პერსონალსა და აღსაზრდელებს დაუდასტურდათ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, თათია ბენაშვილის ინფორმაციით, დაკეტილია, როგორც ქალაქის ასევე რამდენიმე სოფლის ბაღი.

” დღევანდელი მდგომარეობით, შვიდი ბაღი დავკეტეთ, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში. ტესტირება ტარდება, მაგრამ ეს მხოლოდ გამოვლენას ემსახურება. პრევენციისთვის მუდმივად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, თუმცა ვირუსის შემთხვევების თავიდან აცილება მაინც ძნელია”- განაცხადა ბენაშვილმა.
მთლიანად, რეგიონში, 50-მდე საბავშვო ბაღია დაკეტილი.
ბოლო ერთი კვირაა, კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღიურად მძიმდება, რასაც შესაბამისი უწყებები ადასტურებენ.

რეგიონში კორონავირუსის შთხვევების ნახტომისებური ზრდა ფიქსირდება, პაციენტებისათვის ადგილები აღარ არის კოვიდ- კლინიკებში და გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button