მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია-ანი წითლიძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა, რომელმაც ექსპრეზიდენტი რუსთავის მე -12 დაწესებულებაში მოინახულა.

როგორც წითლიძე აღნიშნავს, მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და მას უკვე გადაადგილებაც უჭირს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

ექსპრეზიდენტმა მის თანაგუნდელთან შეხვედრისას, გუშინდელი აქციაც შეაფასა და თქვა, რომ “ვარდების რევოლუციაზეც არ ყოფილა ამდენი ხალხი, რამდენიც გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე იყო”.

ანა წითლიძის განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმის შეშვებაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button