მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ავლაბარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა
თბილისში, ავლაბარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა,შედეგად არავინ დაშავებულა. აქ სამი ოჯახი ცხოვრობს. მათი განმარტებით, შენობა უკვე წლებია ავარიულია, თუმცა იქ მცხოვრებლებს საკუთარი სახსრებით მისი გამაგრების უფლებას არ აძლევენ, რადგან სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული, ძეგლთა დაცვის სამინისტროს კი, ადგილობრივების თხოვნის მიუხედავად, რეაბილიტაცია არ ჩაუტარებია.
შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გამგეობის თანამშრომლებიც.
მათ ადგილობრივებს ქირით გადასვლა შესთავაზეს, თუმცა დაზარალებული ამ შეთავაზებაზე უარს ამბობენ, რადგან მუდმივად ქირით ცხოვრება არ სურთ.