კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

5-6 ივლისის ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

5-6 ივლისის ძალადობაში ბრალდებულები, ჟურნალისტებზე თავდამსხმელები, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ მიიღო.

ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ნაწილი კი მათ მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. ბრალდებულების უფლებადამცველების შუამდგომლობები მოსამართლეებმა არ დააკმაყოფილეს.

პროკურატურის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. როგორც ადვოკატები და მათი დაცვის ქვეშ მყოფები აცხადებდნენ, მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. ადვოკატების ნაწილი მათი დაცვის ქვეშ მყოფების 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button