მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საპატიმროსთან სადაც სააკაშვილია რეანომობილი დააყენეს

 

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა. მისი თქმით ,სააკაშვილს ჰოსპიტალში სავარაუდოდ ხვალ გადაიყვანენ.

“რომ გითხრათ როდის, ალბათ უკვე ხვალ მოხდება [ჰოსპიტალიზაცია], მაგრამ სად, ეს უკვე კითხვაა… აქ არის მთელი რიგი პრობლემები პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოება. ექსპერტები თვლიან, რომ ეს ძალიან უსაფრთხო გარემო არ იქნება…

ციხის ადმინისტარციამ მოიყვანა რეანომობილი, რომელიც აქ დგას უკვე, ადგილზე საჭიროების შემთხვევაში… თუ რაღაცა მოხდა, მზად არიან გაუწიონ პირველადი დახმარება… შიმშილობა ეს მისი უპირობო პირობაა… ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ისეთია, როგორც წინა დღეს, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძე.

ექიმი დადებითად აფასებს ციხის ადმინისტრაციის მიერ რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური რეანომობილის მიყვანას. მისი თქმით, თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს დახმარებას გაუწევენ ადგილზე და გადაიყვანენ კიდეც. თუმცა ექიმისთვის უცნობია, რეანომობილით სად გადაიყვანენ მას.

22 ოქტომბერს ექიმი გეგმავს სახალხო დამცველთან შეხვედრას და ჰოსპიტალიზაციის საკითხის განხილვას. ამ თემაზე ყიფშიძე ნინო ლომჯარიას აქამდეც ელაპარაკა.

შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების შემდეგ შიმშილობს

მსგავსი პოსტები

Back to top button