მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა დაიკეტა

თუშეთისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა დაიკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დაკეტვის მიზეზი, რთული მეტეოროლოგიური პირობები გახდა.

მთაში მოსული თოვლისა და ყინვის გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ავტომანქანების მოძრაობა თავისუფალია,  მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების,  ფშაველისა და ლეჩურის  მონაკვეთზე.

თუშეთისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა, ყოველწლიურად ოქტომბერში იკეტება და მაისის შუა რიცხვებში იხსნება.

ზამთრის სეზონზე, მთის სოფლებში დარჩენილ მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობასთან კონტაქტი, მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით ხერხდება.

საავტომობილო გზის ჩაკეტვის პირობებში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრის, ომალოს მიმართულებით, კვირაში ერთ რეისს ასრულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button