სპორტი

სერხიო აგუეროს გულის არითმია დაუდგინდა. არგენტინელი 3 თვეს გამოტოვებს

კატალონიური ბარსელონას თავდამსხმელი სერხიო აგუერო მინიმუმ 3 თვე გუნდს ვერ დაეხმარება. მიზეზი გულის დაავადებაა.

ფეხბურთელმა ალავესთან ბოლო ტურის მატჩში გულმკერდის არეში დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც თამაში ვერ გააგრძელა და დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არგენტინელს გულის არითმია დაუდგინდა.

“კარგად ვარ და გამოჯანმრთელების პროცესს კარგ განწყობაზე ვხვდები. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისა და თბილი მესიჯებისთვის, რომელიც ჩემს გულს უფრო აძლიერებს”, – დაწერა არგენტინელმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 33 წლის სერხიო აგუერო ბარსელონას ზაფხულში შეუერთდა და სეზონის დასაწყისში აა ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირის ჩათვლით 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button