მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

წალენჯიხაში ორი უბნის ხმებს დილიდან ითვლიან

ცნობილი გახდა, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილებით, წალენჯიხის ოლქის მე-7 და მე-10 უბნებს ხელახლა გადაითვლიან, მიზეზი კი კამერებზე ჩანაწერების ხარვეზით დაფიქსირებაა.

რაც შეეხება ჯვარის მე-7 უბანი აქ უკვე ხელახლა გადაითვლეს და შედეგები დარჩა უცვლელი.

წალენჯიხა ერთადერთი ოლქია, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატი დამარცხდა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ უბნებზე ჩანაწერები შეგნებულად დააზიანეს.

“ვერ ეგუებიან ამ ერთ რაიონში დამარცხებას და ყველაფერს აკეთებენ, რათა გადათვლის გზით რაღაც ზემოქმედება მოახდინონ შედეგზე. დღეს სრულიად გაუგებარი მიზეზით, თითქოს და ჩაწერა არის ხარვეზიანი მიმდინარეობს მე-7 და მე-10 უბნების გადათვლა. გუშინ ლოტოტრონი როგორც საარჩევნო მექანიზმი გაყალბების მექანიზმად ჩამოყალიბდა, რადგან 29 უბნიდან ორი ის უბანი ამოვიდა მაინც და მაინც, სადაც ხელისუფლება აგებს არჩევნებს მცირედი სხვაობით”, – თქვა მერმა, გიორგი ხარჩილავამ.
მანვე აღნიშნა, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ მოხდება მხოლოდ ერთი რაიონიდან, არამედ ეს იქნება ქართველი საზოგადოების “აზვირთება” წალენჯიხიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button