სპორტი

მილოუკის მეოთხე გამარჯვება და მამუკელაშვილის 5 ქულა 5 წუთში

NBA-ს მიმდინარე სეზონში ზედიზედ 3-ჯერ განცდილი მარცხის შემდეგ მილოუკ ბაქსმა გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში დაწინაურდა.

აღმოსავლეთ კონფერენციის მოქმედმა ჩემპიონმა მასპინძელ აუტსაიდერ დეტროიტს 117:89 სძლია.

მილუოკის ქართველმა ლეგიონერმა სანდრო მამუკელაშვილი ამჯერად 5:35 წუთი ითამაშა. იგი პარკეტზე მატჩის მიწურულს გამოჩნდა და აღარც გაუყვანიათ.

მამუკელაშვილმა 5 ქულის დაგროვება შეძლო. ასევე, ერთხელ დაჯარიმდა და ერთხელ ბურთიც დაკარგა.

4 მოგებითა და ამდენივე მარცხით მილუოკი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა. ბაქსი მომდევნო შეხვედრას 6 ნოემბერს, შინ ნიუ იორკ ნიქსთან გამართავს

მსგავსი პოსტები

Back to top button