მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონა ვირუსით მშობიარე ქალი გარდაიცვალა

დღეს, დილით კორონა ვირუსით, გურჯაანში მცხოვრები, მშობიარე ქალი გარდაიცვალა.

30 წლამდე ასაკის ქალს კოვიდ- 19, რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თბილისის ერთ- ერთ საავადმყოფოში, ექიმებმა ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარეს, თუმცა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული ქალი, დღეს დილით გარდაიცვალა.

გარდაცვლილს, სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ოჯახის ახლობელების ინფორმაციით, ორსულს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული არ ჰქონდა.

” არასწორად იყვნენ ინფორმირებული, როგორც ჩანს, რომ ორსულის აცრა არ შეიძლება. სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მათ შორის, ახლადდაბადებული. სამივე ისეთ ასაკშია, დედა არ დაამახსოვრდებათ. გარდაცვლილის დედა გურჯაანში ცნობილი მოცეკვავეა. სამი და იყო და საოცრად კარგი ოჯახი ჰქონდათ.საშინელი ტრაგედიაა, ამ დილით თავზარი დაგვეცა”-თქვა ოჯახის ნათესავმა.

კორონავირუსით საქართველოში, უკვე ოცზე მეტი ორსული გარდაიცვალა.

ორსულებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ფაიზერით აცრა, უკვე რამდენიმე თვეა, შესაძლებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button