სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი “კამერატა” არ ჩატარდა

დღეს სალხინოს მამათა მონასტრის ეზოში უნდა ჩატარებულიყო სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი “კამერატა”, რომელიც აქ წლების განმავლობაში ტარდებოდა.
ადგილზე ფესტივალის ორგანიზატორი ბექა ჯუმუტია მივიდა და განაცხადა, რომ მონასტრის ტერიტორიიდან ინვენტარის გატანა უნდა, თუმცა ამის უფლება ჯერჯერობით არც მას ეძლევა. ჯუმუტიას თქმით მომხდარზე პასუხისმგებლობა საპატრიარქოს ეკისრება, რადგან მათ სწორედ საპატრიარქოსგან ჰქონდათ პირობა მიღებული, რომ იმ 3 დღის განმავლობაში, რა დროსაც ფესტივალი უნდა გამართულიყო, აქ არ მოხდებოდა რამე დაძაბულობა და განკვეთილი ბერების გაყვანა.
“კამერატას” არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ დღეს ამ ტერიტორიაზე სადაც მოაწყეს ეს ეგზეკუცია. “კამერატა” არ ჩატარდება, უბრალოდ იმის გამო, რომ უცხოელები არიან ჩამოსულები და ვალდებულება გვაქვს აღებული გადავა სხვა ტერიტორიაზე,” – აცხადებს ბექა ჯუმუტია.
დღეს ფესტივალზე კულტურის მინისტრ თეა წულუკიანსაც ელოდებოდნენ.