ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რომელ უწყებებს უზრდის და უმცირებს დაფინანსებას მთავრობა

მთავრობა 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას პარლამენტს დღეს წარუდგენს.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის 18.4-მილიარდიანი ასიგნებები ასე ნაწილდება:

  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 5.94 მილიარდი ლარი, 2021 წელთან შედარებით კლება 151 მილიონი ლარი. უწყების თანხები შემდეგნაირად ნაწილდება: ა)მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა – 2.88 მილიარდი ლარი, დოკუმენტის თანახმად, 70 წლამდე პენსიონერებისთვის საბაზისო პენსია – 260 ლარი, 70 წელს ზემოთ კი 300 ლარი იქნება. ბ)სოციალურად დაუცველთა დახმარება – 983 მილიონი ლარი; გ)COVID-19-ის მართვა 500 მილიონი ლარი, კლება 2021 წელთან 310 მლნ ლარი; დ)საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა – 820 მილიონი ლარი; ე)იმუნიზაცია – 50 მილიონი ლარი;
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 2.84 მილიარდი ლარი, ზრდა 2021 წელთან 323 მილიონი ლარი;
  • განათლების სამინისტრო – 1.64 მილიარდი ლარი, ზრდა 2021 წელთან 113 მილიონი ლარი – დოკუმენტის თანახმად, დაგეგმილია 2022 წლიდან პედაგოგების საბაზისო ხელფასების 100 ლარით ზრდა.
  • კულტურის და სპორტის სამინისტრო – 343 მილიონი ლარი; კლება 2021 წელთან 8.6 მილიონი ლარი;
  • გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 577 მილიონი ლარი, კლება 2021 წელთან 51 მილიონი ლარი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 741.0 მლნ ლარი,2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, ზრდა 98.2 მლნ ლარით;
  • იუსტიციის სამინისტრო – 268.4 მლნ ლარი,2021 წელთან შედარებით კლება 28 მილიონით;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს – 175.5 მლნ ლარი, ზრდა 2021 წელთან შედარებით 5 მილიონით;
  • თავდაცვის სამინისტრო – 918.0 მლნ ლარი, კლება 2021 წელთან შედარებით 12 მილიონია;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 800.0 მლნ ლარი, ზრდა 2021 წელთან შედარებით 20 მილიონი ლარით.

მიმდინარე წლის (2021 წლის) ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.5%-დან გაზრდილია 10%-მდე და მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში აღწევს 65 მლრდ. ლარს.

2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებულია 6%-ის ოდენობით.

დეფიციტი ასევე შენარჩუნებულია 4.4%-ის ნიშნულზე.

მთავრობის ვალი მშპ-ის 52.2 %-ია.

მსგავსი პოსტები

Back to top button