თელავში ერეკლე მეორეს დაბადების დღეს აღნიშნავენ

თელავში ერეკლე მეორეს დაბადების დღეს აღნიშნავენ.
ერეკლეობა, იგივე თელავქალაქობა,ყოველწლიურად, ქართლ- კახეთის მეფის დაბადების დღეს ეძღვნება.
კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები თელავში, მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.
ერეკლეს მეორეს სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში ჩატარდა.
მეფის სასახლეში ადგილობრივების და სტუმრებისათვის, ანსამბლები „პატარა კახისა“ და „მზე შინა” მღეროდნენ.
სასახლეშივე ჩატარდა, ერეკლე მეორის ორდენით დაჯილდოების ცერემონიალი.
თელავის ისტორიულ მუზეუმში გახსნილია ერეკლე მეფისადმი მიძღვნილი გამოფენა სახელწოდებით ,,პატარა კახი – საყვარელი კახეთის მეფე.
ძველი ბაღის ტერიტორიაზე გამოიფინება თელაველი მხატვრებისა და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები.
ქალქის მთავარ მოედანზე გახსნილია წიგნის, ტურიზმის, ღვინის, ხალხური რეწვისა და სოფლის ნობათის პავილიონები.
საღამოს თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის მიერ წარმოდგენლი იქნება პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტი „მაკნატუნა“
საზეიმო ღონისძიებებს ფოიერვერკი დაასრულებს.