უკანონო თევზჭერა ლაგოდეხში
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის თანამშრომლებმა, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი მამაკაცი უკანონო თევზჭერის ფაქტზე ამხილეს.
როგორც რადიო “ჰერეთს” უწყებიდან აცნობეს, სამართალდამცველებმა მამაკაცები სოფელ ჩადუნიანში იმ დროს ამხილეს, როდესაც ისინი თევზს აკრძალული საშუალებით იჭერდნენ. პოლიციამ უკანონოდ დაჭერილი სხვადასხვა სახეობის 4 კილო და 800 გრამი თევზი და ელექტროშოკის აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ორივე მხილებული პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება აკრძალული საშუალებით თევზის მასობრივი განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს.