მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ევროკავშირის ელჩი, ყვარელში, ევროკლუბში იმყოფება.

ამ წუთებში, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ყვარელში, ევროკლუბში იმყოფება.
ჰარცელის სტუმრობის მიზანი კახეთში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებთან შეხვედრაა.
შეხვედრების თემა ენერგოეფექტურობის, მცირე ბიზნესის, ეკონომიკისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერაა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ელჩი შეხვედრებს გამართავს თელავში, ყვარელში და პანკისის ხეობაში.
ჰარცელთან ერთად კახეთში, ნიდერლანდების, ნორვეგიის, საფრანგეთის, ავსტრიის, თურქეთისა და ესპანეთის ელჩებიც იმყოფებიან.