ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

ინტერნეტით საქართველოში საწარმოთა 95 პროცენტია აღჭურვილი

2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 95.0 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დღეს განახლებულ ანგარიშში. დოკუმენტის მიხედვით, საწარმოთა 76.1 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ.

ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა 32.7 პროცენტი იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა
ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 19.7 პროცენტით.

საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 28.5 პროცენტი, ხოლო საწარმოთა 62.8 პროცენტი საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს.

საწარმოთა 4.1 პროცენტს ჰქონდა საქონლისა და მომსახურების ვებ გაყიდვები, რომელთა
81.0 პროცენტს შეადგენდა გაყიდვები კერძო მომხმარებლებზე (B2C), 16.8 პროცენტს – გაყიდვები
სხვა საწარმოებზე (B2B) და 2.2 პროცენტს გაყიდვები საჯარო სექტორზე (B2G).

მსგავსი პოსტები

Back to top button