თენგიზ ჯგუშიამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო

თენგიზ ჯგუშია,”სამეგრელოს ხმის” ლიდერი,იმ 46 დაკავებული პირიდან ერთ-ერთია, რომელიც აქციაზე პოლიციამ გუშინ დააკავა.
დაკავებულის ვაჟი გიორგი ჯგუშია აცხადებს, რომ თენგიზ ჯგუშიამ რუსთავის დმი-ში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
“დღეს საჭმელი არ შეგვაგზავნინა, გვითხრა, რომ ღირსების საკითხია და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს. ის ოპოზიციის აქციის მშვიდობიანი მონაწილე იყო, მოდულის შენობასთან საკუთარ ავტომობილში ჯდებოდა, როდესაც პოლიციამ დააკავა. დაკავების ოქმი ჯერ არ არის შედგენილი, მხოლოდ ის უთხრეს, რომ პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობისთვის აკავებდნენ, თუმცა მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია” – განაცხადა გიორგი ჯგუშიამ.
შეგახსენებთ, გუშინდელ აქციაზე, სადაც პროტესტის მონაწილეები სააკაშვილის მრავაპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, სამართალდამცველებმა 46 პირი დააკავეს.