მნიშვნელოვანისიახლეები

საფრანგეთის და ევროკავშირის ელჩი სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას აცხადებს

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პატიმარს აქვს ღირსების დაცვის უფლება. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და წუხილს გამოთქვამს ყველა იმ ასპექტზე, რომელიც ამ ყველაფერს თან ახლავს.

ელჩის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი და ყველა რეკომენდაცია, რომელიც ექიმებმა გასცეს, აუცილებლად უნდა შესრულდეს.

ვიდეოჩანაწერი მოწმობს მიხეილ სააკაშვილის წამებასა და შეურაცხყოფას, რაც ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის უხეში დარღვევაა – წერს უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, რომლის ამსახველი ვიდეოკადრებიც დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

ლუდმილა დენისოვა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებს მიმართავს.

დენისოვა წერს, რომ პენიტენციურმა დაარღვია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი და გაეროს კონვენციის 1-ლი მუხლი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ.

დენისოვა მოუწოდებს გაეროს წამების კომიტეტს და წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტს, მოახდინოს რეაგირება უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე გლდანის N18 დაწესებულებაში.

დენისოვა თავის ქართველ კოლეგას, ნინო ლომჯარიას ასევე მოუწოდებს, “საფუძვლიანად გამოიძიოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ მისი პირადი უსაფრთხოებისა და წამებისგან დაცვის გარემოებები”.

“საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვ მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას იმ საავადმყოფოში, რომელიც აკმაყოფილებს სამედიცინო დახმარების სტანდარტებს ექიმთა კონსილიუმის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით.”- ნათქვამია ლუდმილა დენისოვას განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button