მნიშვნელოვანისიახლეები

გირჩი-მეტი თავისუფლებას წევრები სუს-ის შენობების ბლოკირებას ახდენენ

ერთდროულად 6 ქალაქში გირჩი-მეტი თავისუფლებას წევრები სუს-ის შენობების ბლოკირებას ახდენენ.

პარტიის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ბათუმის და გორის შენობების შესასვლელებთან მანქანები დააყენეს.

როგორც ამბობენ, მიზანი დაუმორჩილებლობაა.

მანქანების საქარე მინებზე აქვთ პლაკატები წარწერებით:

“გირჩი” ითხოვს:

1. სრულად პროპორციულ 2%-იან საარჩევნო სისტემას
2. რიგგარეშე არჩევნებს გაზაფხულზე
3. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.

თელავში დააკავეს გირჩის წევრი, მწერალი ტორესა მოსი. მას მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი თავისი მანქანიდან გადმოათრიეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს. შემდეგ კი მოიყვანეს ევაკუატორი, რათა ადგილიდან მანქანაც გადაიტანონ.

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც საკუთარი ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის შესასვლელი ჩაკეტა, ტერიტორიიდან ევაკუტორით გადაიყვანეს.

დღევანდელი აქციით გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებმა 10 ნოემბრის მოვლენები გააპროტესტეს, როცა სუს-ის შენობასთან მშვიდობიან აქციაზე ერთ საათში 44 ადამიანი დააკავეს, თან ისე, რომ მათთვის მიზეზი არ აუხსნიათ. ადამიანებს პოლიციის მანქანაში ჟურნალისტებთან საუბრის დროსაც სვამდნენ.

პოლიციის მტკიცებით, აქციაზე შეკრებილები სუს-ის შენობის ბლოკირებას ახდენდნენ, რაც კანონით აკრძალულია.

უსაფრთხოების სამსახურებთან მობილიზებულია პოლიცია.

აუდიო მასალა შემთხვევის ადგილიდან

 

მსგავსი პოსტები

Back to top button