მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

წალენჯიხის მერი თემურ ჭყონიას შეხვდა

წალენჯიხის ახლადარჩეული მერი გია ხარჩილავა, თემურ ჭყონია, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტს შეხვდა. ამის შესახებ ხარჩილავა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას.

“ბევრი კარგი ამბავი მომაქვს,ჩემო წალენჯიხელებო,რეალური სიკარგეები…
ახლა ხედვების შეჯერების და საქმის კეთების დროა. “ხარისხიანი,სწორი,სწრაფი”-სლოგანი,რომელიც ამ შეხვედრაზე დაიბადა!

ნურავინ იფიქრებთ,რომ პროცესი თქვენი თანამონაწილეობის და ჩართულობის გარეშე განვითარდება.
წალენჯიხა ყველასია.
გულშემატკივართა და თანამონაწილეთა წრე წალენჯიხის ირგვლივ უკვე იკვრება!

შანსი გაჩნდა რეალური გარღვევის და ახლა გვმართებს თვითორგანიზება ამ ყველაფრის რეალობაში ასახვისთვის. შეხვედრები გრძელდება.”,-წერს გია ხარჩილავა.

წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია ,სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციონერმა მერმა გაიმარჯვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button