გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი დანიშნულ მედიკამენტებს იღებს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/11/SASJELI.jpg)
გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნულ მედიკამენტებს იღებს, ხოლო მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე დაწესებულების ექიმ-თერაპევტმა, სანდრო მათეშვილმა განაცხადა.
მათეშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
“რადგანაც ბოლო 3 დღის განმავლობაში არ იღებდა მედიკამენტებს, აღნიშნული იყო ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები. გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის – კალიუმის მაჩვენებელი
სანდრო მათეშვილის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა არის სტაბილური, ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები – პულსი, წნევა, სატურაცია და გლუკოზა სისხლში ნორმაშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მათეშვილის განცხადებით, დაწესებულებას მოშიმშილე პატიმრების მდგომარეობის მართვის და მათი შიმშილის შემდგომი რეაბილიტაციის დიდი გამოცდილება აქვს.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
რამდენიმე დღეა ციხის საავადმყოფოში შესვლას ვერ ახერხებს სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე. პაციენტის გასასინჯად არ ყოფილა არც მთავრობის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი.
მეთვრამეტე სამედიცინო დაწესებულების ექიმის, სანდრო მათეშვილის ხმა