სპორტი
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მეორე პრეტენდენტი პაატა გურასპაული იქნება

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი პაატა გურასპაული დარეგისტრირდა.
გურასპაულის დარეგისტრირების შესახებ განცხადება, სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრმა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა შეიტანა.
თუ იქამდე არაფერი შეიცვალა,ეროვნულ საკალათბურთო ფედრეციას, პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ორი პრეტედენტი ეყოლება.
როგორც უკვე იცით,საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე დარეგისტრირდა.
პაატა გურასპაული კალათბურთის ფედერაციას სათავეში 2017 წლის 11 დეკემბრიდან ჩაუდგა.
ახალი პრეზიდენტის ასარჩევად საერთო კრება 2021 წლის 11 დეკემბერს გაიმართება.