სპორტი
ვოლკოვი ბომბარდირთა დავაში ლიდერობს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.
26 წლის ფეხბურთელს 13 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი და მდევარ ფილიპ ოზობიჩს 3 ბურთით უსწრებს.
ვოლკოვი ახლა “ზირეში” თამაშობს,სადაც 2020 წელს გაბალადან გადავიდა
სწორედ გაბალასთან შეხვედრაში გაიტანა მასპინძელი ზირეს თავდამსხმელმა ვოლკოვმა თავის მეათე გოლი მიმდინარე სეზონში
ეს მატჩი გაბალამ 2:1 მოიგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
ზირე, აზერბაიჯანის ჩემპიონატში 22 ქულით მესამე ადგილზეა და მომავალ შეხვედრას 16 დეკემბერს, გათამაშების ლიდერ ყარაბაღთან სტუმრად გამართავს.