მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელისათვის გერმანიის პროკურატურა სამუდამო პატიმრობას ითხოვს

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელისათვის გერმანიის პროკურატურა სამუდამო პატიმრობას ითხოვს.

ინფორმაციას, ამის შესახებ, Deutsche Welle- ავრცელებს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პროკურატურა დარწმუნებულია, რომ ჩეჩენი საველე მეთაური რუსეთის სახელმწიფო უწყებების დაკვეთით მოკლეს, ხოლო 56 წლის ბრალდებული, სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირია.

” პროკურატურა საქმის გამოძიებას დასრულებულად მიიჩნევს და დადადსტურებულად თვლის, რომ ზელიმხან ხანგოშვილი 56 წლის რუსეთის მოქალაქემ ჩაცხრილა. ამიტომ სასამართლოსგან, სასჯელის სახით, სამუდამო პატიმრობის გამოყენებას ვითხოვთ”– განაცხადა ბრალდების მხარის წარმომადგენელმა, ბერლინის მიწის უმაღლესი სასამართლოს სხდომაზე.

ხანგოშვილის პოლიტიკური მოტივით მკვლელობაში დარწმუნებულია გენერალური პროკურორი, ნიკოლაუს ფორშნერიც.

გერმანიის პროკურატურის მონაცემებით, ბრალდებული, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, საფრანგეთისა და პოლონეთის გავლით, გერმანიაში გაყალბებული პასპორტით ჩავიდა.

დოკუმენტები მოქალაქეს, ვადიმ სოკოლოვის სახელზე ჰქონდა. ის ხანგოშვილს უთვალთვალებდა, რის შემდეგაც აედევნა და ჩაცხრილა.
ბრალდებული ამოიცნეს მოწმეებმა, დააფიქსირა სათვალთვალო კამერებმა, ხოლო მისი გადაადგილების მარშრუტი, სამართალდამცავებმა, ტელეფონში აღმოჩენილი სიმ- ბარათის მეშვეობით დაადგინეს.

მკვლელობის საქმის განხილვა 14 თვეა გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, 50- ზე მეტი მოწმე გამოკითხეს. პროკურატურა ვარაუდობს, რომ განაჩენი წლის ბოლოსათვის გამოცხადდება.

2020 წელს, გერმანელი სამართალდამცავები, ხანგოშვილის მკვლელობის საქმის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილის, რომან დავიდოვის კვალზე გავიდნენ, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი, რომან დემიანჩენკოა და ის, რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირია.

შეგახსენებთ, საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი, ბერლინში, 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს.

2000- 2004 წლებში, ხანგოშვილი ჩეჩნეთის მეორე ომში იბრძოდა და მას, მოსკოვი მტრად განიხილავდა.

ყოფილი საველე მეთაური, ბერლინში, მას შემდეგ გაემგზავრა, რაც თბილისში, დღემდე დაუდგენელი პირი მიერ განხორციელებულ თავდასხმას გადაურჩა.

ზელიმხან ხანგოშვილს , საქართველოში თავს 2015 წელს დაესხნენ, თუმცა, ამ დრომდე, თავდამსხმელი იდენტიფიცირებული და დაკავებული არ არის.

რადიო ჰერეთის კორესპოდენტი კახეთის რეგიონში  ხათუნა გულიაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button