მნიშვნელოვანისიახლეები

კორონავირუსით გარდაცვალების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქვეყანა კვლავ ეპიდაფეთქების მოლოდინშია

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 164 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 437 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 020 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 417 PCR ტესტით.

ბოლო ერთ დღეში ჩატარებული აცრების რაოდენობა კი 12 351-ია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 767 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 873 178.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 68 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 1 074 შემთხვევა

📌აჭარა – 149

📌იმერეთი – 291

📌ქვემო ქართლი – 89

📌შიდა ქართლი – 142

📌გურია – 79

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 113

📌კახეთი -111

📌მცხეთა-მთიანეთი -70

📌სამცხე-ჯავახეთი – 26

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 918 641-ს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 289 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანა კვლავ ეპიდაფეთქების მოლოდინშია. სპეციალისტების განცხადებით მობილობის გაზრდამ და ახალი შტამის გავრცელებამ შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. ექიმები მეექვსე ტალღის დაწყებასაც არ გამორიცხავენ. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ ვაქცინაციის პროცესში ჩართვისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
სადღესასწაულო დღეებში ინფიცირების მომატებულ საფრთხეებზე საუბრობს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე.

ეპიდემიოლოგების ხმა

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 918 641 შემთხვევა. მათგან 873 178 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 289 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button