რეგიონი

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ შრომაში

ახალგაზრდა ქალი დაშავდა მძიმედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

შემთხვევა სოფელ შრომაში, ცოტა ხნის წინ მოხდა

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო ახალგაზრდა ქალმა.

პოლიციის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ავტომობილს თავად მართავდა.

რადიო ჰერეთთან, დაზარალებულის ახლობლები აცხადებენ, რომ ქალმა მანქანის მართვა არ იცოდა და უკანა სავარძელზე იჯდა.ავტომობილს კი სხვა მართავდა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებული თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

“ილოცეთ მაგდასთვის” – ლაგოდეხში დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა

მსგავსი პოსტები

Back to top button