ექიმების ვარაუდით იანვრის შუა რიცხვებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გართულდება
ომიკრონის შემთხვევები საქართველოში 20 დეკემბერს გამოვლინდა
ექიმები იანვრის შუა რიცხვებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულებას ვარაუდობენ.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ “ომიკრონის” გავრცელებისა და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, მეექვსე ტალღა სადღესასწაულო პერიოდის შემდეგ დაიწყება. რჩევები უცვლელია – ვაქცინაცია და რეკომენდაციების დაცვა.
“ციფრები, რომელიც დღეს არსებობს, არის ძალიან არასტაბილური იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ორი სხვადასხვა ტიპის ვირუსის გადახლართვა მოხდება, რეალური შედეგები იქნება სადღაც იანვრის მეორე ნახევარსა და თებერვალში და ეს პერიოდი კიდევ უფრო დამძიმდება.
ამისთვის არის საჭირო მომზადება და დახვედრა ვაქცინაციის იმ დოზით და რაოდენობით, რომელიც ჩვენს მდგომარეობას ცოტათი მაინც შეამსუბუქებს,”- აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე.
ჯამში ამ დროისთვის საქართველოში “ომიკრონის” 70-მდე შემთხვევაა დადასტურებული.
ომიკორინის შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, რეგიონში ახალი შტამის ინფიცირების 4 შემთვევაა დადასტურებული. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ოთხივე ინფიცირებულს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ნინო ნიჟარაძის თქმით 4 დადასტურებული შემთვევიდან 3 პაციენტი სრულად ვაქცინირებულია. მისივე ცნობით აცრილ პაციენტებთან დაავადება ჩივილების გარეშე მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ ომიკრონის შემთხვევები საქართველოში 20 დეკემბერს გამოვლინდა.
ექიმების ხმა