სპორტ-ნიუსისპორტი
ლივერპულის წაუგებელი სერია ლესტერმა დაასრულა
პრემიერლიგის მე-19 ტურში ლესტერმა შინ ლივერპული მიიღო და მიზერული ანგარიშით: 1:0 დაამარცხა
სტუმრები აქტიურობდნენ და მე-15 წუთზე უკვე პენსლტიც გამოიმუშავეს.
იმის მიუხედავად,რომ მერსისაიდელთა ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა შეასრულა 11 მეტრიანი საჯარიმო,- კასპერ შმეიხელმა ის მოხსნა. დამატებითზე ეგვიპტელმა ხარიხას მოარტყა და ანგარიში ვერ გახსნა.
მატჩის ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე მასპინძელი “მელიების” ფორვარდმა,ადემოლა ლუკმანმა გაიტანა.
შეწყდა ლივერპულის ყველა ტურნირის 11 მატჩიანი წაუგებელი და 34 მატჩში ზედიზედ გატანილი გოლების სერია.
ის ახლა 41 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ “სიტის”6 ქულით ჩამორჩება.
მომდევნო ტურში 2022 წლის 2 იანვარს ლივერპული ჩელსის ესტუმრება.