რეგიონი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის მთავარ სამმართველოს ახალი აღჭურვილობა გადაეცა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის მთავარ სამმართველოს ახალი აღჭურვილობა გადაეცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამმართველომ რთული ხილვადობის პირობებში გამოსაყენებელი განათების სისტემა და სპეციალური ხელსაწყოები მიიღო.

სპეციალური აღჭურვილობა დედოფლისწყაროს განყოფილებისთვისაა განკუთვნილი.

კახეთის მთავარ სამმართველოს აღჭურვილობა სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მამუკა სეფიაშვილმა გადასცა.

საავარიო და სახანძრო ვითარებაში რეაგირებისათვის საჭირო აღჭურვილობას მუნიციპალიტეტში არსებული განყოფილებები,ყოველწლიურად იღებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button