სპორტ-ნიუსისპორტი
ქართველი ხელბურთელების არასახარბიელო ფრე ფინეთთან

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთს უმასპინძლა და არცთუ ისე სახარბიელო შედეგი დადო.
ევროპის 2024 წლის ხელბურთის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ფინეთს ანგარიშით 22:22 დაუზავდა.
საქართველოს ნაკრებს შეხვედრაში სამი მნიშვნელოვანი მოთამაშე აკლდა. ხაზეინ რუსტამოვი,ნიკოლოზ კალანდაძე და ირაკლი ჩიქოვანი ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარნენ.
განმეორებითი მატჩი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში 9 იანვარს გაიმართება
ორმატჩიანი პლეი-ოფის საერთო ანგარიშით გამარჯვებული გუნდი დასკვნით,ანუ ჯგუფურ ეტაპზე გადავა.