მნიშვნელოვანისიახლეები

“არა მილიციას” – დღეს 15:00 საათზე აქცია გაიმართება

შემთხვევა 2022 წლის 23 იანვარს, 20:00 საათიდან 21:00 საათამდე მოხდა

“არა მილიციას” – დღეს 25 იანვარს, 15:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია გაიმართება.

გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ერთი პოლიციელი გამეტებით ურტყამს ყრუ-მუნჯ ადამიანს, ხოლო მეორე პოლიციელი, ამ ყველაფერს მშვიდად უყურებს.

ეს შედეგი მოაქვს დაუსჯელობის სინდრომს, ადამიანზე ძალადობა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა არავის არ ეპატიება”, – ნათქვამია განცხადებაში.

შემზარავი კადრები გუშინ გაავრცელდა.

კადრებში ნათლად ჩანს, როგორ აჰყავთ სამართალდამცავებს ახალგაზრდა კაცი ესკალატორზე. შშმ პირის მეგობარი პოლიციელს აფრთხილებს, რომ “ის ყრუ-მუნჯია და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს:

“რომ ავალაპარაკო ახლა?” და აგრძელებს მოქალაქის ცემას.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ინსპექტრის სამსახურმა დაიწყო.

შეგახსენებთ რომ აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გუშინ გაიმართა აქციის მონაწილეები  – მოძალადე პოლიციელის უმკაცრესად დასჯას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლები ითხოვდნენ. პარალელურად, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები და ორთაჭალაში მიმდინარე პროტესტს მსვლელობით შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციას დაუსჯელობის სინდრომი აქვს.
ქუჩაში გამოსვლის მიზეზი, თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა გახდა, რომელიც გუშინ გავრცელდა.
კადრებში პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეომასალა რეაგირებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გადაიგზავნა.

აქციის მონაწილეები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა პოლიციელი, რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვანი შშმ პირის ცემა. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა განაცხადა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა 2022 წლის 23 იანვარს, 20:00 საათიდან 21:00 საათამდე მოხდა.

ამ დროს 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი ბიჭი ძმასთან და მეგობართან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ ისანში. გამოძიებით ამ ეტაპზე დადგინდა, რომ არასრულწლოვანი პატრულის თანამშრომელმა ესკალატორით აიყვანა პოლიციისთვის გამოყოფილ ოთახში და მას სცემა.

“აღნიშნულ ოთახში საპატრულო პოლიციის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა მის გამეტებით ცემას.
მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის თქმით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ასევე დაკავებულია პოლიციელი, რომელიც ფაქტს შეესწრო და ამის შესახებ არ აცნობა საგამოძიებო უწყებებს.

სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე გიორგი გამეზარდაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button