მნიშვნელოვანისიახლეები

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პანდემიის განმავლობაში

დადასტურდა ვირუსით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 200 კვლევა ტესტით, მათ შორის 51 865 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 335 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 075 154.

ბოლო 24 საათში აიცრა 8 634 პირი. სულ აცრილია – 2 667 808.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5 160 პირი.

გუშინ საქართველოში 74 200 ტესტი ჩატარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 160 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 972 745.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 774 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 8 357 შემთხვევა

📌აჭარა – 1 608

📌იმერეთი – 1 907

📌ქვემო ქართლი – 727

📌შიდა ქართლი – 794

📌გურია – 290

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 721

📌კახეთი -626

📌მცხეთა-მთიანეთი – 376

📌სამცხე-ჯავახეთი – 282

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -74.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდის ფონზე ექიმები საგანგაშო პროგნოზებს აკეთებენ. ეპიდემიოლოგების გათვლით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის მხოლოდ დასაწყისია, ხოლო პიკური მაჩვენებლები თებერვალში დაფიქსირდება.

ჩვენ ახლა ვართ კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის აღმავალ მრუდზე, მომდევნო დღეების განმავლობაში იანვრის ბოლომდე და თებერვლის ალბათ პირველი 10 დღე შემთხვევების მატება იქნება, მომდევნო პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პანდემიის მთელი ისტორიის განმავლობაში. 18-30 ათასი ინფიცირებული ადამიანი 1 დღის განმავლოაბში რეალური მოლოდინია”, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის “ომიკრონ” შტამი, რომელიც დღემდე გამოვლენილ ყველა სახეობაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, შედარებით მსუბუქ დაავადებას იწვევს.

პირი, რომელიც არ იქნება გატესტილი კორონავირუსზე და სიმპტომებიდან გამომდინარე ოჯახის ექიმი მეთვალყურეობს, კოვიდგადატანილად ჩაითვლება და შესაბამისად, “კოვიდ ბარათსაც” მიიღებს. საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ შესაბამისი ნორმატიული აქტი სამინისტრომ დაუშვა:

“სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი – თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში “მწვანე პასპორტისთვის” ან მოგზაურობისთვის”, – აცხადებს გამყრელიძე.

ორწლიანი პანდემიის პერიოდში გამოვლენილია დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის არაერთი სახეობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარიანტებს ანაწილებს ინტერესის ან შეშფოთების გამომწვევ სახეობებად და მათ ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნავს. ამ დროისთვის შემაშფოთებელ ვარიანტებად მიჩნეულია: “ალფა”, “ბეტა”, “გამა”, “დელტა” და “ომიკრონი”.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 075 154 შემთხვევა. მათგან 972 745 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 774 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button