მნიშვნელოვანისიახლეები

სამოქალაქო აქტივისტები “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ.

“დასრულდეს მწამებელი და დამნაშავე სისტემა”- ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ.

ადგილზე შეკრებილებს მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით – “მწამებელი სისტემა” “სისტემა ყარს”, “გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია”, “რომ არ იყო შემდეგი, შეცვალე ხელისუფლება”.

ყველაფერს საკუთარი სახელი უნდა დავარქვათ, ყველა ბოროტების სათავე ბიძინა ივანიშვილია და “ქართული ოცნებაა”, რომლებმაც, გააცოცხლეს, 90-იანი წლების მწამებლური მელიცია, ეს არ არის ერთეული შემთხვევა – ეს სისტემური დანაშაულია და თქვენ წარმოიდგინეთ, რა ხდება გამოკითხვის ოთახებში, დახურულ კარს მიღმა?!

ასეთივე იყო ლუკა სირაძის საქმე, როცა ახალგაზრდა იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ თვითმკვლელობა გადაწყვიტა. თუ სისტემა არ დაინგრევა, ცვლილება არ მოხდება წამებულთა სია გაგრძელდება, შემდეგი ნებისმიერი თქვენგან შეიძლება იყოს”- აცხადებს ნიკა ფარულავა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე შსს-ს 2 თანამშრომელი შემზარავი კადრების გავრცელების შემდეგ დააკავეს.

დეპუტატები არ არიან მშობლები?! არ იციან რა არის შშმ პირის ცემა, არ აწუხებთ თუ რატომ დუმან?! – იმიტომ რომ უფროსი გაუბრაზდება?! – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შსს-თან გამართულ აქციაზე განაცხადა, სადაც პოლიციელების მიერ 17 წლის შშმ პირის ცემას აპროტესტებენ.

მისი თქმით, პოლიციელების დაკავებით არაფერი დასრულებულა, რადგან თუ ხელისუფლებაზე ზეწოლა არ არის, ხშირად უნახავთ, რომ ამა თუ იმ საქმეზე დაკავებულებს შემდეგ ათავისუფლებენ და ამის მაგალითია ლუკა სირაძის საქმეც.

გარდა ამისა სამართალდამცავებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს.

ფერაძის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბოძებზე სტიკერების გაკვრა დაიწყო.

სამართალდამცავებმა აქტივისტებს რამდენჯერმე მოუწოდეს სტიკერები არ გაეკრათ, რადგან, მათი განმარტებით, ეს ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

აქციის მონაწილეები სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სტიკერების – “არა მილიციას!” დაკვრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები მეტროსადგურ ისანში მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი არასრულწლოვან შშმ პირს ფიზიკურად გაუსწორდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button