მნიშვნელოვანისიახლეები

თებერვალი იქნება საკმაოდ მძიმე – ეპიდემიოლოგები

“ომიკრონის” პიკის მოლოდინში – ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ დაინფიცირებულთა მაქსიმალური რაოდენობა საქართველოში მომდევნო 2-3 კვირაში იქნება.

კოვიდის ახალი შტამი ქვეყანაში უკვე 90%-ით ცირკულირებს. ამ ეტაპზე, დატვირთულია საავადმყოფოების თითქმის ნახევარი. უფრო მეტად არის გაზრდილი ზეწოლა ამბულატორიული მიმართულებით.

ეპიდემიოლოგები

ისეთი სახით, როგორც ახლა არის პანდემია, დასრულდება წელს – გიორგი კამკამიძე
ეპიდემიოლოგების პროგნოზი მართლდება – “ომიკრონი” ქვეყანაში უკვე 90%-ით ცირკულირებს.

კოვიდ-ცენტრებში ინფიცირებულები კი ჯერ კიდევ დელტა შტამის შედეგებს ებრძვიან. კლინიკები 45%-ით არის დატვირთული. ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება ამბულატორიული მიმართულებითაც.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ დროთა განმავლობაში ქვეყანაში იმუნური ფენა ჩამოყალიბდება, თუმცა ვირუსი არსად გაქრება და პერიოდულად ვაქცინაციის საჭიროება დადგება.

ამათან, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ინფიცირების შემთხვევები მეტად გაიზრდება, თუმცა, ამ ეტაპზე პაციენტების ნაკადის მართვა კონტროლს ექვემდებარება.

თენგიზ ცერცვაძის და გიორგი კამკამიძის ხმა

კომპანია Pfizer-მა ომიკრონის შტამის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის გამოცდა დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button