მნიშვნელოვანისიახლეები

გორის ჰოსპიტალში, ე.წ. საათის ინციდენტი, სათვალთვალ კამერებიდან წაშლილია

გორის ჰოსპიტალში ე.წ. საათის ინციდენტი წაშლილია სათვალთვალო კამერებიდან – ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

“პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ თვითონაც აქვს ეს ინციდენტი გადაღებული, მაგრამ სახელმწიფო ინსპექტორის მიმართვის მიუხედავად, ამ კადრებს არ იძლევა. ჩვენი საფუძვლიანი ეჭვით, იქაც “წაიშლება” ან აღმოჩნდება, რომ “შეეშალათ” და არ აქვთ გადაღებული“- წერს გვარამია.

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ეცნობიან ვიდეოჩანაწერის თითქმის სრულ ვერსიას. საუბარია რუსთავის ციხიდან გლდანში მოტყუებითა და ძალადობით გადაყვანაზე. მათივე თქმით ჩანაწერებს ექვსი წუთი აკლია.
გარდა გლდანისა, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები დაინტერესებული იყვნენ სწორედ გორში, ე.წ. საათის ინციდენტის ჩანაწერითაც, რომელიც ამჯერად უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გადაყვანის ასევე ძალადობრივ მცდელობას.

“ხელისუფლება ცდილობს კვალის წაშლას და საკუთარი დანაშაულის დაფარვას”, – ამბობს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი. უფლებადამცველების ინფორმაციით, ვიდეო კამერების ჩანაწერებიდან წაშლილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში ე.წ. საათის ეპიზოდი.

მსგავსი პოსტები

Back to top button