რეგიონი

კახეთში, 1 თებერვალს 1059 ინფიცირებული გამოვლინდა

პირველად, კორონავირუსის პანდემიის დაწყების დღიდან, კახეთში, 1 თებერვალს 1059 ინფიცირებული გამოვლინდა.
დღევანდელი მაჩვენებელი, ორჯერ აღემატება კორონავირუსის სხვა შტამების დომინირების დროს დაფიქსირებულ შემთხვევებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, ათასზე მეტი ინფიცირებული, 4170 მოქალაქის ტესტირების შედეგია.

ინფიცირების ყველაზე მეტი, 206 შემთხვევა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

📌თელავში 179 ინფიცირებულია

📌გურჯაანში 174

📌ლაგოდეხში 164

📌ახმეტაში -146

📌დედოფლისწყარო- 67

📌სიღნაღი-80

📌ყვარელი -43.

ამ ეტაპზე, მკურნალობას 5534 პაციენტი, რომელთა შორის, 5298 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 50 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 186 კი კოვიდ კლინიკაში იმყოფება.

კორონავირუსით ავადობის მაღალი მაჩვენებლის გამო, დღეიდან თელავში ყველა საბავშვო ბაღი და თელავის მერვე საჯარო სკოლა დაიკეტა.

დღეს, პრემიერ-მინისტრთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ, საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადაყვანის საკითხი უნდა განიხილოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button