კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 77 584 კვლევა ტესტით, მათ შორის 47 972 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29 612 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 23 664 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 250 108.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 102 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევიდან:
📌თბილისში გამოვლენილია 11 543 შემთხვევა
📌აჭარა – 2 334
📌იმერეთი – 3 413
📌ქვემო ქართლი – 1 296
📌შიდა ქართლი – 1 115
📌გურია – 537
📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 554
📌კახეთი – 851
📌მცხეთა-მთიანეთი – 472
📌სამცხე-ჯავახეთი – 462, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 87.
ოფიციალური სტატისტიკით, 3 თებერვლის დილისთვის საქართველოში საერთო ჯამში, 196 589 აქტიური შემთხვევაა. მათგან საავადმყოფოებში მკურნალობს 5 723 პაციენტი.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 250 108 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 102 ადამიანი.